saqarTvelos mdinareebi - xobiswyali
სათავე | ეგრისის ქედზე (კავკასიონი) |
სიგრძე | 150 კმ |
აუზის ფართობი | 1340 კმ² |
მდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავეს იღებს ეგრისის ქედზე, მიედინება კოლხეთის დაბლობზე, ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 150 კმ. აუზის ფართობი 1340 კმ2. წყლის საშუალო ხარჯი - 44 კუბ.მ/წმ (შესართავიდან 30 კმ-ზე), მაქსიმალური - 333 კუბ.მ/წმ. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლებით, გამოიყენება სარწყავად. მისი მთავარი შენაკადია ჭანისწყალი (მარჯვნიდან). ხობისწყალზე დგას ქალაქი ხობი და დაბა ჩხოროწყუ.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ხობის შესართავთან დროებით დისლოცირებული იყო შავი ზღვის ფლოტი. 2000-2005 წლებში ხობის შესართავთან სოფელ ყულევთან სიახლოვეს აშენდა ნავთობტერმინალი ტანკერებისთვის.